ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სტაჟირება

საუკეთესო ცოდნისა და პოტენციალის მქონე დამწყები იურისტების დასაქმების მიზნით, 2020 წლიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში სტაჟირების სისტემა დაინერგება.

სტაჟიორ-გამომძიებლების შერჩევა ღია კონკურსის გზით განხორციელდება. სტაჟირების პროცესი 1 წლიანია, რაც ითვლება შრომით სტაჟში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში სტაჟირება ანაზღაურებადია.

სტაჟიორ-გამომძიებელი აღჭურვილი იქნება გამომძიებლის უფლებამოსილებით და სტაჟირების პროგრამის ხელმძღვანელის მეთვალყურეობის ქვეშ ჩაატარებს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს.