ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საერთაშორისო ურთიერთობები

საერთაშორისო თანამშრომლობა და სტრატეგიული პარტნიორობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიზანია დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გამოძიების უზრუნველყოფა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, შექმნის დღიდან, სამსახური აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მათი მხარდაჭერით, ინტენსიურად ხორციელდება სხვადასხვა პროექტები და ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე, სამსახურის შესაძლებლობების ზრდასა და ინსტიტუციურ განვითარებაზე.

 

ამავდროულად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პრიორიტეტია, აქტიურად ითანამშრომლოს  სხვა ქვეყნების დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმებთან და საერთაშორისო დონის პროფესიულ გაერთიანებებთან, რაც ხელს შეუწყობს წარმატებული პრაქტიკის გაზიარებას, საერთო გამოწვევებზე მსჯელობასა და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას.

საერთაშორისო ფორმატებში ნაკისრი ვალდებულებებისა და გაწეული საქმიანობის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის გაზიარების მიზნით, სამსახურის მიერ პერიოდულად მზადდება და ქვეყნდება შესაბამისი ანგარიშები.