ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პროფესიული განვითარება

სახელწიფო ინსპექტორის სამსახურის ძლიერი მხარე დასაქმებული თანამშრომლების კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმია.

სამსახური ორიენტირებულია როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი თანამშრომლების მუდმივ სწავლებასა და პროფესიულ განვითარებაზე. სასწავლო აქტივობების მიზანი პროფესიული ცოდნის გაღრმავება და საქმიანი უნარ-ჩვევების განვითარებაა. პროგრამები ხორციელდება ახალი გამოწვევების, თანამშრომელთა საჭიროებებისა და ორგანიზაციის სტრატეგიული ამოცანების გათვალისწინებით.

ერთიანი მიდგომების ჩამოყალიბებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გამოძიების პროცესის უზრუნველსაყოფად, პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, აქტიურად ტარდება ერთობლივი სასწავლო აქტივობები და ხორციელდება წარმატებული საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.