ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საკადრო პოლიტიკა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტი კარიერული განვითარების საუკეთესო შესაძლებლობაა ყველა იმ პროფესიონალისთვის, რომლებსაც არ აშინებთ ახალი გამოწვევები და აქვთ ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი მოტივაცია.

საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელთა საქმიანობის ძირითადი პრინციპებია: კანონიერება, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა, დამოუკიდებლობა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, ობიექტურობა და მიუკერძოებლობა, პროფესიონალიზმი, საიდუმლოსა და კონფიდენციალურობის დაცვა.
საგამოძიებო დეპარტამენტი დაკომპლექტებულია კონკურსის საფუძველზე შერჩეული სხვადასხვა გამოცდილების მქონე კვალიფიციური კადრებით. 

საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებს მინიჭებული აქვს სპეციალური წოდება და ისინი უზრუნველყოფილნი არიან სოციალური გარანტიებით. 

სამსახურში დაფასებულია თითოეული თანამშრომლის როლი. შექმნილია თანაბარი გარემო მათი პროფესიული და კარიერული განვითარებისათვის.