ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ფუნქციები

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტი აწარმოებს გამოძიებას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ 2019 წლის 1 ნოემბერს და მის შემდგომ ჩადენილ შემდეგ დანაშაულებზე:


  • წამება (საქართველოს სსკ-ის  144მუხლი);
  • წამების მუქარა (საქართველოს სსკ-ის  144მუხლი);
  • დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა (საქართველოს სსკ-ის 1443 მუხლი);
  • სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ჩადენილი ძალადობით ან იარაღის გამოყენებით ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით (საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილების ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები);
  • სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ჩადენილი ძალადობით ან იარაღის გამოყენებით ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით (საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლების მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები);
  • განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულება (საქართველოს სსკ-ის 335-ე მუხლი);
  • პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირის იძულება ჩვენების შეცვლის ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიზნით, აგრეთვე მსჯავრდებულის იძულება მოქალაქეობრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის მიზნით  (საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-2 ნაწილი);
  • სხვა დანაშაულზე, რომელმაც გამოიწვია პირის სიცოცხლის მოსპობა და რომლის ჩადენის დროს ეს პირი იმყოფებოდა დროებითი  მოთავსების  იზოლატორში ან პენიტენციურ დაწესებულებაში ანდა ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, აკრძალული ჰქონდა ადგილსამყოფლის დატოვება, ანდა აღნიშნული პირი სხვაგვარად იმყოფებოდა სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტი უფლებამოსილია: 




  • სრული მოცულობით ჩაატაროს გამოძიება; 
  • განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა; 
  • მოიპოვოს, დაამუშაოს და გააანალიზოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, შექმნას საინფორმაციო სისტემები; 
  • საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენოს ტექნიკური აღჭურვილობა/საშუალებები ან/და სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც ეკუთვნის სხვა სახელმწიფო ორგანოს, გარდა იმ უწყებისა, რომლის თანამშრომლის მიერ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზეც აწარმოებს გამოძიებას; 
  • განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ღონისძიებები და მოქმედებები.