ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ცხელი ხაზი

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში საგამოძიებო მექანიზმის ამოქმედებასთან დაკავშირებით ამოქმედდა ცხელი ხაზი - (ნომერი 199), რომელიც 24 საათის განმავლობაში ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

,,სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონი 2019 წელს ამოქმედდა და სამსახურმა საგამოძიებო უფლებამოსილების განხორციელება 2019 წლის 1-ლი ნოემბრიდან დაიწყო.

ამჟამად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
  • პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი;
  • ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი;
  • სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი ცალკეული დანაშაულების მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება.
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტებზე რეაგირების ამგვარი მექანიზმის შექმნა ეხმიანება საერთაშორისო ორგანიზაციების, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციებს და ხაზს უსვამს ადამიანის უფლებების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებას. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ხელმძღვანელობს სახელმწიფო ინსპექტორი, რომელსაც 6 წლის ვადით ირჩევს საქართველოს პარლამენტი. 

სახელმწიფო ინსპექტორი უფლებამოსილების განხორციელებისას დამოუკიდებელია და არ ექვემდებარება არც ერთ ორგანოს და თანამდებობის პირს. 

სახელმწიფო ინსპექტორი ხელშეუხებელია. სახელმწიფო ინსპექტორზე რაიმე ზემოქმედება ან მის საქმიანობაში უკანონო ჩარევა აკრძალულია და კანონით ისჯება. 

2019 წლის 3 ივლისიდან სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილებას ლონდა თოლორაია ახორციელებს.