ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ხელმძღვანელი პირები

ლონდა თოლორაია

სახელმწიფო ინსპექტორი

ლონდა თოლორაია

სახელმწიფო ინსპექტორი ხელმძღვანელობს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს

სახელმწიფო ინსპექტორს 6 წლის ვადით ირჩევს საქართველოს პარლამენტი

სახელმწიფო ინსპექტორი უფლებამოსილების განხორციელებისას დამოუკიდებელია და არ ექვემდებარება არც ერთ ორგანოს და თანამდებობის პირს

სახელმწიფო ინსპექტორი ხელშეუხებელია. სახელმწიფო ინსპექტორზე რაიმე ზემოქმედება ან მის საქმიანობაში უკანონო ჩარევა აკრძალულია და კანონით ისჯება

2019 წლის 3 ივლისიდან სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილებას ლონდა თოლორაია ახორციელებს


დაბადების თარიღი:


1984 წლის 1 დეკემბერი


სამუშაო გამოცდილება:


2019 წლის 3 ივლისიდან - სახელმწიფო ინსპექტორი

02.2019 - 06.2019 - ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორი, შინაგან საქმეთა სამინისტრო

02.2018 - 02.2019 - ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, შინაგან საქმეთა სამინისტრო

11.2016 - 02.2018 - საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საქართველოს მთავარი პროკურატურა

02.2015 - 11.2016 - საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველოს უფროსი, საქართველოს მთავარი პროკურატურა

09.2013 - 02.2015 - საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის სტატისტიკის, ანალიზისა და ინოვაციური პროექტების სამმართველოს უფროსი, საქართველოს მთავარი პროკურატურა

12.2012 - 09.2013 - საქართველოს მთავარი პროკურატურის სტრატეგიული განვითარებისა და ინოვაციური პროექტების მართვის დეპარტამენტის ინოვაციური პროექტების მართვის სამმართველოს უფროსი, საქართველოს მთავარი პროკურატურა

11.2012 - 12.2012 - საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველოს უფროსი პროკურორი, საქართველოს მთავარი პროკურატურა

12.2010 - 11.2012 - საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი, საქართველოს მთავარი პროკურატურა

02.2010 - 12.2010 - საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორი, საქართველოს მთავარი პროკურატურა

08.2009 - 02.2010 - საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველოს პროკურორი, საქართველოს მთავარი პროკურატურა

01.2009 - 08.2009 - ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორი, გენერალური პროკურატურა

11.2007 - 11.2008 - ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორი, გენერალური პროკურატურა

05.2007 - 11.2007 - სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სტაჟიორი, თბილისის საქალაქო სასამართლო

05.2006 - 08.2006 - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურის სტაჟიორი, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

05.2006 - 12.2006 - იურიდიული დახმარების ცენტრის კონსულტანტისა და ადვოკატის თანაშემწე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია


აკადემიური საქმიანობა


09.2010 - დან დღემდე - მოწვეული ლექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია


ნაშრომები

გამოძიების მეთოდოლოგიის სახელმძღვანელო, 09.2017 (სისხლის სამართლის საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების დეტალური აღწერა)

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარი, 10.2015 (სისხლის სამართლის პროცესის ცალკეული მუხლების კომენტარები)



საკვალიფიკაციო გამოცდები

2013 წელი - მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით

2006 წელი - ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით


განათლება

2006 - 2008 - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, მაგისტრის ხარისხი

2002 - 2006 - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, ბაკალავრის ხარისხი


უცხო ენები:

ინგლისური, გერმანული

ოჯახური მდგომარეობა

დაოჯახებული