ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ხშირად დასმული კითხვები

ვის მიერ ჩადენილ დანაშაულს იძიებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური?

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტი
იძიებს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილ დანაშაულებს.
ვრცლად

რა დანაშაულებებს იძიებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური?

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტი
აწარმოებს გამოძიებას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ 2019 წლის 1 ნოემბერს და მის შემდგომ ჩადენილ შემდეგ დანაშაულებებზე:


  • წამება (საქართველოს სსკ-ის  144მუხლი);
  • წამების მუქარა (საქართველოს სსკ-ის  144მუხლი);
  • დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა (საქართველოს სსკ-ის 1443 მუხლი);
  • სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ჩადენილი ძალადობით ან იარაღის გამოყენებით ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით (საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილების ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები);
  • სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ჩადენილი ძალადობით ან იარაღის გამოყენებით ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით (საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლების მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები);
  • განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულება (საქართველოს სსკ-ის 335-ე მუხლი);
  • პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირის იძულება ჩვენების შეცვლის ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიზნით, აგრეთვე მსჯავრდებულის იძულება მოქალაქეობრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის მიზნით  (საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის მე-2 ნაწილი);
  • სხვა დანაშაულზე, რომელმაც გამოიწვია პირის სიცოცხლის მოსპობა და რომლის ჩადენის დროს ეს პირი იმყოფებოდა დროებითი  მოთავსების  იზოლატორში ან პენიტენციურ დაწესებულებაში ანდა ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, აკრძალული ჰქონდა ადგილსამყოფლის დატოვება, ანდა აღნიშნული პირი სხვაგვარად იმყოფებოდა სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ.
ვრცლად

როგორ უნდა მივმართო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს?

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის მიმართვა შესაძლებელია რამდენიმე გზით: წერილობითი განცხადებით, ტელეფონის საშუალებით ან/და ელექტრონული ფორმით.


წერილობითი განცხადება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს შემდეგ მისამართებზე:


1. 0186, თბილისი, საქართველო მიხეილ ასათიანის ქ. N9ა


2. 4606, ქუთაისი, საქართველო ირაკლი აბაშიძის ქ. N22


3. 0105, თბილისი, საქართველო ნატო ვაჩნაძის და ნიკოლოზ შენგელაიას ქ. N7 (პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულება)



თქვენ გაქვთ შესაძლებლობა განცხადება გადმოგზავნოთ ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: office@stateinspector.ge  

შეგიძლიათ 24 საათის განმავლობაში დაგვიკავშირდეთ ტელეფონის საშუალებით, შემდეგ ნომერზე - 199 (ზარი უფასოა).


ვრცლად

ფუნქციონირებს თუ არა ცხელი ხაზი?

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, რომელიც 24 საათის განმავლობაშია ხელმისაწვდომი.
ცხელი ხაზის ტელეფონის ნომერია - 199

ზარი უფასოა
ვრცლად

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გამოიძიებს თუ არა 1 ნოემბრამდე (საგამოძიებო ფუნქციის ამოქმედებამდე) ჩადენილ დანაშაულებს?

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა ვრცელდება სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის,
მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ 2019 წლის 1 ნოემბერს და მის შემდგომ პერიოდში ჩადენილ დანაშაულებზე.
ვრცლად

სად მდებარეობს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ოფისები?

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ოფისები მდებარეობს ორ ქალაქში: ქალაქ ქუთაისში და ქალაქ თბილისში შემდეგ მისამართებზე:
1. 0186, თბილისი, საქართველო
მიხეილ ასათიანის ქ. N9ა

2. 4606, ქუთაისი, საქართველო
ირაკლი აბაშიძის ქ. N22
ვრცლად