ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

02 მარტი 2020

სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ და გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პირველი სამუშაო შეხვედრა გამართეს

შეხვედრას სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილე გიორგი გამეზარდაშვილი და გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი კოკა კაციტაძე ესწრებოდნენ. 

ლონდა თოლორაიამ გენერალურ პროკურორს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობა, სამომავლო გეგმები და საგამოძიებო  მიმართულებით ამ დრომდე არსებული შედეგები გააცნო. ასევე, სახელმწიფო ინსპექტორმა გამოძიების პროცესში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.  


გენერალურმა პროკურორმა და სახელმწიფო ინსპექტორმა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

მხარეები გამოძიების პროცესში ეფექტიან თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ  საჯარო მოხელეთა მიერ ჩადენილი გამოძიების მიმდინარეობისას მნიშვნელოვანია საქმიანობის გამჭვირვალედ წარმართვა.