თქვენ იმყოფებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ვებგვერდზე. ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies). „მზა-ჩანაწერებს“ გამოყენების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე მზა-ჩანაწერების“ პოლიტიკა.
თანახმა ვარ „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე არ ვარ თანახმა „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე

20 მაისი 2021

სახელმწიფო ინსპექტორმა ევროკავშირის პროექტის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

სახელმწიფო ინსპექტორმა ევროკავშირის პროექტის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ ევროკავშირის პროექტის „სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოში“ ხელმძღვანელთან - ტერი სკაიფთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და ევროკავშირის პროექტის წარმომადგენლები.

შეხვედრის ფარგლებში, ლონდა თოლორაიამ ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების დიდ როლსა და მნიშვნელობას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინსტიტუციური განვითარებისა და გაძლიერების პროცესში. სახელმწიფო ინსპექტორმა ტერი სკაიფს გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო თანამშრომლობის გასაგრძელებლად მზაობა გამოთქვა.

შეხვედრის ბოლოს სახელმწიფო ინსპექტორმა ტერი სკაიფს მადლობის ნიშნად სიმბოლური საჩუქარი გადასცა და სამომავლო პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ევროკავშირი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორი და მხარდამჭერია. შესაბამისად, სამსახური ევროკავშირთან მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას როგორც საგამოძიებო, ისე პერსონალური მონაცემთა დაცვის მიმართულებით დასახული მიზნების მისაღწევად.