ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

05 ოქტომბერი 2020

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ახალი და კვალიფიციური კადრების დასაქმების მიზნით სტაჟიორ-გამომძიებელთა შესარჩევი კონკურსი პირველად გამოცხადდა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ახალი და კვალიფიციური კადრების დასაქმების მიზნით სტაჟიორ-გამომძიებელთა შესარჩევი კონკურსი პირველად გამოცხადდა
საკონკურსო განაცხადები (აპლიკაციები) 5 ოქტომბრიდან, მიმდინარე წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირი უნდა იყოს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და ჩაბარებული აქვს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდა ან საერთო/სისხლის სამართლის მიმართულებით მოსამართლეობის/პროკურატურის/ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
თუ აკმაყოფილებთ წარმოდგენილ მოთხოვნებს, ხართ მოტივირებული, მაღალი პროფესიული ცოდნის, უნარებისა და ეთიკური სტანდარტების მქონე პირი, სტაჟირების პროცესი საუკეთესო შესაძლებლობაა დასაქმდეთ ღია კონკურსის გზით და გახდეთ პროფესიონალთა გუნდის წევრი.
კონკურსის ეტაპებია:
• საკონკურსო განაცხადების (აპლიკაციების) მიღება/გადარჩევა;
• პროფესიული ტესტირება;
• ტესტირება ზოგად უნარებში;
• გასაუბრება.
ყველა ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში, კონკურსის შედეგად შერჩეული 5 საუკეთესო სტაჟიორ-გამომძიებელი1 წლიან ანაზღაურებად სტაჟირებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის სამმართველოში გაივლის. ანაზღაურება ყოველთვიურად დარიცხულ 700 ლარს შეადგენს.
სტაჟიორ-გამომძიებელი აღჭურვილი იქნება გამომძიებლის უფლებამოსილებით, რაც მას საუკეთესო პრაქტიკული გამოცდილების მიღებისა და სამომავლო კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას მისცემს.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა ელექტრონული განაცხადი (აპლიკაცია) სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით უნდა გამოგზავნონ.
https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/62328?active=1&fbclid=IwAR3GQlABTuj3zSR09pk-tC9upSqQMZBLSEA5yhsLqxCeYbx926RgnAK4SvM  

სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში შესაძლოა კანდიდატს სტაჟირების ვადა გაუგრძელეს ან დასაქმდეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამომძიებლის პოზიციაზე.
სტაჟირების კონკურსთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ თანდართული დოკუმენტი.https://bit.ly/3jvo0J2   

დამატებითი ინფორმაციისათვის კონკურსანტებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს ტელეფონის შემდეგ ნომრებზე: 0322 421000