ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

05 თებერვალი 2020

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ტექნიკური აღჭურვილობა გადასცა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში 50 ცალი პორტატული რადიოგადამცემი (ე.წ. ,,რაციები”) საჩუქრად გადასცა.


აღჭურვილობის გადმოცემას სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში, მაიკლ გრანტი და სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.


გადაცემული ტექნიკური აღჭურვილობა გააუმჯობესებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებელთა შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს მათ ეფექტიან მუშაობას.


შეხვედრის დასასრულს მხარეები გამომძიებლებისთვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზე ორიენტირებული ტრენინგების ჩატარებასა და სხვა პროექტების ფარგლებში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.