თქვენ იმყოფებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ვებგვერდზე. ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies). „მზა-ჩანაწერებს“ გამოყენების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე მზა-ჩანაწერების“ პოლიტიკა.
თანახმა ვარ „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე არ ვარ თანახმა „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე

16 ივნისი 2021

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა რეგიონული შეხვედრები დაიწყო

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ადგილობრივი საჯარო უწყებების, სასამართლო კორპუსისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს მართავს. შეხვედრების ციკლი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან დაიწყო და ეტაპობრივად ქვეყნის ყველა რეგიონს მოიცავს. ღონისძიება სახელმწიფო ინსპექტორის პირველმა მოადგილემ გიორგი გამეზარდაშვილმა და ევროპის საბჭოს ოფისის წარმომადგენელმა ეთერ ყამარაულმა გახსნეს.

შეხვედრებზე აქტიურად განიხილება პერსონალური მონაცემების დაცვისა და საგამოძიებო მიმართულებით არსებული ტენდენციები, ადგილობრივი საჭიროებების გადაჭრისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

მიმდინარე შეხვედრების ფარგლებში, მონაწილეებს მიეწოდებათ ინფორმაცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ 2020 წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებებისა და სტატისტიკური მონაცემების შესახებ. სამსახურის საქმიანობის მანდატიდან გამომდინარე აქტუალური საკითხები განიხილება რეგიონისთვის დამახასიათებელი სპეციფიკის ჭრილში. მიმდინარეობს მსჯელობა არსებულ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებსა და კოორდინირებული საქმიანობის მნიშვნელობაზე. 

ქალაქ ბათუმში გამართულ შეხვედრაზე, დამსწრე საზოგადოებას საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველო წარუდგინეს და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ახალი რეგიონული ოფისის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. 

ღონისძიებების ციკლი ევროპის საბჭოს პროექტის „არასრულწლოვან და ზრდასრულ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერა (JADES)“ ფარგლებში ხორციელდება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მსგავსი ტიპის შეხვედრებს საქართველოს კიდევ 6 რეგიონში გამართავს. უახლოესი აქტივობები ქ. ზუგდიდსა და ქ. ქუთაისში ჩატარდება.