ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

24 იანვარი 2020

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ჯონს ჰოფკინსის უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ჯონს ჰოფკინსის უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა
ამერიკის შეერთებული შტატების ჯონს ჰოფკინსის უნივერსიტეტის საერთაშორისო სწავლების სკოლის საერთაშორისო სამართლისა და ორგანიზაციების პროგრამის ფარგლებში, სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ესტუმრნენ.


სტუდენტებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლები შეხვდნენ და სამსახურის საქმიანობა გააცნეს. დელეგაციის წევრები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მანდატით, ახლად ამოქმედებული დამოუკიდებელი საგამოძიებო ფუნქციის სპეციფიკით და ორგანიზაციის სამომავლო განვითარების ხედვით დაინტერესდნენ. შეხვედრაზე, აღნიშნული საკითხების შესახებ მათ დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ. შეხვედრა ინტერაქტიულ ხასიათს ატარებდა - მონაწილეებმა დასვეს კითხვები და მათთვის აქტუალურ საკითხებზე მოსაზრებები გამოთქვეს.


ვიზიტის მონაწილეები შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მართავენ და მათი კვლევის სფეროს ქვეყნის შიდა სამართლებრივ სისტემაში ადამიანის  უფლებების საერთაშორისო ნორმების იმპლემენტაცია წარმოადგენს. ჯონს ჰოფკინსის უნივერსიტეტი 1876 წელს დაარსდა და ამერიკის პირველი კვლევითი უნივერსიტეტია.


ადამიანის უფლებების დაცვა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს და მზად არის ითანამშრომლოს ამ მიმართულებით უმაღლეს სასწავლებლებთან როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე.