ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

07 თებერვალი 2020

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლები სტრასბურგში იმყოფებოდნენ

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლები სტრასბურგში იმყოფებოდნენ

ვიზიტის მიზანია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო საქმიანობაში ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა და სახელმწიფო ისნსპექტორის სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილების პრაქტიკაში განხორციელების შესახებ ევროპის საბჭოს ორგანოების ინფორმირება.


ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრები შემდეგ საკითხებს მოიცავდა: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოსთან მიმართებით გამოტანილი გადაწყვეტილებები; წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული სტანდარტები; საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი გამოძიება; გამოძიების პროცესში დისკრიმინაციული მოტივის გამოვლენა; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება; ევროპის საბჭოს სხვადასხვა კომიტეტისა და ინსტიტუტის საქმიანობა.


ევროპის საბჭოს, მათ შორის წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის საწინააღმდეგო კომიტეტისა (CPT) და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, წარმომადგენლებმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მხარდაჭერა გამოუცხადეს და თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს. თავის მხრივ, სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილემ ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს სამსახურის საქმიანობისა და გამოწვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.


სასწავლო ვიზიტი ევროპის საბჭოს პროექტის - „არასრულწლოვან და ზრდასრულ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერა“ - ფარგლებში ჩატარდა.