თქვენ იმყოფებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ვებგვერდზე. ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies). „მზა-ჩანაწერებს“ გამოყენების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე მზა-ჩანაწერების“ პოლიტიკა.
თანახმა ვარ „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე არ ვარ თანახმა „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე

27 სექტემბერი 2021

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლები ბენჩ ბარში თემაზე ,,წამების აკრძალვა” იღებენ მონაწილეობას

 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლები ბენჩ ბარში თემაზე ,,წამების აკრძალვა” იღებენ მონაწილეობას. ღონისძიება სსიპ „იურიდიული დახმარების სამსახურის“, ,,ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობა საქართველოს (OHCHR)” და „ევროკავშირი საქართველოსთვის“ მხარდაჭერით ხორციელდება.

შეხვედრის მიზანია წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ საკითხებზე მსჯელობა და უწყებებს შორის საერთო სამართლებრივი პოზიციის ჩამოყალიბება.

პროექტში მონაწილეობას იღებენ სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებები - საერთო სასამართლოების მოსამართლეები, ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს პროკურატურისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები.