ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

29 ოქტომბერი 2019

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლების შერჩევის პროცესი დასრულდა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლების შერჩევის პროცესი დასრულდა
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტი ღია კონკურსების შედეგად შერჩეული წარმატებული კანდიდატებით დაკომპლექტდა. შერჩევის ბოლო ორი ეტაპი წერით დავალებასა და საკონკურსო კომისიასთან გასაუბრებას მოიცავდა.

კონკურსის შედეგად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესაბამისი მიმართულებებით შეირჩნენ შემდეგი თანამშრომლები: საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საგამოძიებო დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი, 16 განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი, 2 ექსპერტ-კრიმინალისტი, გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტის) უფროსი, გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტის) 2 განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი, საქმისწარმოების სპეციალისტი და ცხელი ხაზის 3 ოპერატორი.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ტერიტორიული ოფისები თბილისსა და ქუთაისში ამოქმედდება. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ახალი კადრების შერჩევა ღია კონკურსის გზით ხორციელდება, რომლის მიზანიც სამსახურის წინაშე არსებული ახალი გამოწვევებისთვის მომზადება და ობიექტური მიდგომების საფუძველზე კვალიფიციური, გამოცდილი და კომპეტენტური კადრების შერჩევაა.