თქვენ იმყოფებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ვებგვერდზე. ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies). „მზა-ჩანაწერებს“ გამოყენების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე მზა-ჩანაწერების“ პოლიტიკა.
თანახმა ვარ „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე არ ვარ თანახმა „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე

10 აგვისტო 2020

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლებს ტრენინგი ჩაუტარდათ

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლებს სხეულის დაზიანებათა დოკუმენტირების თემაზე ორდღიანი სწავლება ჩაუტარდათ. ტრენინგის მიზანი მონაწილეთა კვალიფიკაციის ამაღლება და მათთვის სხეულის დაზიანების დოკუმენტირების საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის გაცნობა იყო.

სასწავლო კურსის ფარგლებში მონაწილეებმა მოწვეულ ექსპერტთან ერთად განიხილეს: წამების ფიზიკური და ფსიქოლოგიური მტკიცებულებები, გასაუბრების ძირითადი პრინციპები, დაზიანებათა დოკუმენტირება სტამბოლის პროტოკოლის მიხედვით, სიმპტომების ამოცნობა და პრევენცია, სამედიცინო გამოკვლევის მონაცემების ინტერპრეტაცია და შესაბამისობის ხარისხის დადგენა. ტრენინგი თეორიულ სწავლებასთან ერთად, აქტიურად იყო დატვირთული პრაქტიკული სავარჯიშოებით. სწავლების ფარგლებში სამსახურის გამომძიებლებმა მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ სასამართლო პროცესში.

სწავლება 2 ჯგუფისთვის ჩატარდა და მასში მონაწილეობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ყველა გამომძიებელმა მიიღო. ღონისძიება ევროპის საბჭოს პროექტის „არასრულწლოვან და ზრდასრულ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერა (JADES)” ხელშეწყობით განხორციელდა. პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვას სამსახური მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.