თქვენ იმყოფებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ვებგვერდზე. ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies). „მზა-ჩანაწერებს“ გამოყენების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე მზა-ჩანაწერების“ პოლიტიკა.
თანახმა ვარ „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე არ ვარ თანახმა „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე

08 ოქტომბერი 2021

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლებმა და სტაჟიორ-გამომძიებლებმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზაციის კურსი გაიარეს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლებმა და სტაჟიორ-გამომძიებლებმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზაციის კურსი გაიარეს.

სწავლების მიზანი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული შიდა და საერთაშორისო კანონმდებლობის, ასევე, პროცესის მონაწილე არასრულწლოვნებთან ურთიერთობის თავისებურებების გაცნობა იყო. სწავლებას, რომელიც დისტანციურ რეჟიმში განხორიელდა, ბავშვის უფლებათა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ექსპერტი - ლადო ჯავახიშვილი, პროკურორი - შორენა ნიქაბაძე და ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი და ბავშვთა დაცვის ექსპერტი - ეკატერინე (ქეთი) თავართქილაძე უძღვებოდნენ.

კურსში მონაწილეობა 13-მა გამომძიებელმა და სტაჟიორ-გამომძიებელმა მიიღო. სწავლების ბოლოს მათ სპეციალიზაციის გამოცდა ჩაუტარდათ და შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზაციის კურსი საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით განხორციელდა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის მნიშვნელოვანია არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესზე ორიენტირებული გამოძიების პროცესის უზრუნველყოფა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე სპეციალიზებულ გამომძიებელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.