თქვენ იმყოფებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ვებგვერდზე. ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies). „მზა-ჩანაწერებს“ გამოყენების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე მზა-ჩანაწერების“ პოლიტიკა.
თანახმა ვარ „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე არ ვარ თანახმა „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე

01 ნოემბერი 2021

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტი 2 წლისაა

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია: ,,ზუსტად 2 წლის წინ, 2019 წლის 1 ნოემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საგამოძიებო უფლებამოსილების განხორციელება დაიწყო.

ძალიან სასიამოვნო, თუმცა ამავდროულად ძალიან რთული პროცესია, როცა არაფრისგან რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის შენებას იწყებ და ყოველდღიურად ცდილობ კიდევ უფრო წინ წახვიდე.

ამ ორ წელში ბევრი რამ შევძელით, თუმცა ბევრი რამ კიდევ მისაღწევია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მყარი საძირკველი ჩაყრილია. ახლა მთავარია შევძლოთ და ამ მყარ საფუძველს ძლიერი და ქმედითი ინსტიტუტი დავაშენოთ.

მიუხედავად ჩვენს წინაშე არსებული არაერთი გამოწვევისა, ერთ რამეში შემიძლია დაგარწმუნოთ, ამ გუნდის თითოეული წევრი ორიენტირებულია ეფექტიანი გამოძიების ჩატარების გზით ადამიანის უფლებების დაცვაზე და არ იშურებს ძალისხმევას უპასუხოს სამსახურის მთავარ გამოწვევას - გაზარდოს საზოგადოების ნდობა ამ კატეგორიის დანაშაულების გამოძიების მიმართ.”



საგამოძიებო დეპარტამენტის ორწლიანი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად გამოიყენეთ მოცემული ბმული.