თქვენ იმყოფებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ვებგვერდზე. ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies). „მზა-ჩანაწერებს“ გამოყენების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე მზა-ჩანაწერების“ პოლიტიკა.
თანახმა ვარ „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე არ ვარ თანახმა „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე

25 დეკემბერი 2021

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადება

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების, ქმედითი საკანონდებლო მექანიზმებით აღჭურვისა და დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლების მიზნით, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით, საკანონმდებლო პაკეტი შეიმუშავა.


შემუშავებულ საკანონმდებლო პაკეტი ეხმიანება იმ საკანონდებლო და პრაქტიკულ გამოწვევებს, რომლებიც აფერხებს სამსახურის დამოუკიდებელ და ეფექტიან საქმიანობას (სამსახურის წინაშე არსებულ გამოწვევებზე დეტალურად არის საუბარი 2021 წლის 31 მარტს საქართველოს პარლამენტში წარდგენილ სამსახურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშში)[1] და ასევე, იმ რეკომენდაციებს, რომლებზეც ხაზგასმულია არასამთავრობო ორგანიზაციების „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა“ (IDFI) და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ ჩატარებულ კვლევაში - „დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი საქართველოში - მიღწევები და არსებული გამოწვევები“[2].  

 

სახელმწიფოს მხრიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მხარდაჭერისა და გაძლიერების საჭიროებაზე მიუთითებენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც. კერძოდ, სამსახურის შემდგომი ინსტიტუციურ და ფუნქციურ გაძლიერებაზე ხაზგასმულია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ 2020 წელს ცინცაბაძის ჯგუფის საქმეებზე მიღებულ გადაწყვეტილებაში,[3] ასევე,გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვი სმე-3 ციკლის ფარგლებში 2021 წლის 26 იანვარს გამართული ადამიანის უფლებათა შესახებ საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვისას გაცემულ რეკომენდაციებში[4].

 

სამსახურის მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი გულისხმობს რამდენიმე საკანონმდებლო აქტში ცვლილებას:

 

  1. „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი

 

  • კანონპროექტით ახლებურად წესრიგდება სისხლის სამართლის საქმის სრული მოცულობით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის გადაცემის საკითხი. კერძოდ, გენერალური პროკურორი, მისი ინიციატივით და სახელმწიფო ინსპექტორის მოსაზრების მხედველობაში მიღებით ან სახელმწიფო ინსპექტორის წერილობითი დასაბუთებული წინადადების საფუძველზე, უფლებამოსილი იქნება მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, ცალკე წარმოებად გამოყოფის გარეშე სისხლის სამართლის საქმის სრული მოცულობით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის გადაცემის შესახებ.

აღნიშნული ცვლილება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როცა სამსახურის ქვემდებარე (და წარმოებაში არსებულ) სისხლის სამართლის საქმეში იკვეთება სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი სხვა ისეთი დანაშაულის ნიშნები, რომლის ცალკე გამოყოფა ერთი მხრივ ხელს უშლის სამსახურის წარმოებაში არსებულ საქმეზე ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას, მეორე მხრივ განაპირობებს სხვადასხვა საგამოძიებო ორგანოს მიერ ფაქტობრივად ერთი და იგივე ფაქტზე გამოძიების (მათ შორის, ერთი და იგივე საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების) ჩატარებას. შესაბამისად, სამსახურის ქვემდებარე დანაშაულის ეფექტიანი გამოძიებისათვის, რიგ შემთხვევებში, არსებითად მნიშვნელოვანია სამსახურის მანდატი ვრცელდებოდეს დანაშაულის იმ ფაქტებზეც, რომლებიც მჭიდროდაა დაკავშირებული სამსახურის წარმოებაში არსებულ საქმესთან.

 

  • სხვა საგამოძიებო უწყებებისგან განსხვავებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მინიჭებული აქვს სხვა საგამოძიებო ორგანოს წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის მოთხოვნის უფლება, თუ სამსახურს აქვს ინფორმაცია, რომ რომელიმე საგამოძიებო ორგანო იძიებს სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეს. თუმცა, აღნიშნული ბერკეტი არ არის ქმედითი და ვერ უზრუნველყოფს საქმის სამსახურისთვის დროულ გადაცემას. კერძოდ, კანონი არ განმარტავს რა წესითა და პროცედურის დაცვით უნდა გაეცნოს სამსახური სხვა საგამოძიებო ორგანოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეს - ვის უნდა მიმართოს სამსახურმა (საგამოძიებო უწყებას თუ ზედამხედველ პროკურორს) და ვისგან უნდა მოიპოვოს სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის ნებართვა, რა ვადაში უნდა მოხდეს სამსახურის მოთხოვნის დაკმაყოფილება, სად უნდა მოხდეს საქმის გაცნობა და ა.შ. გარდა ამისა, კანონის მოქმედი რედაქცია მხოლოდ სამსახურს აკისრებს სხვა საგამოძიებო ორგანოდან მისი საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებული სისხლის სამართლის საქმის გამოსაძიებლად გადმოცემის შესახებ წინადადების დასაბუთების ვალდებულებას, ხოლო პროკურორსა და გენერალურ პროკურორს არ უდგენს საქმის გადაცემის ან გადაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას.
თუ არაუფლებამოსილი საგამოძიებო ორგანო იწყებს გამოძიებას და იწყებს საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარებას, სამართალდამცავიორგანოსწარმომადგენლის, მოხელისანმასთანგათანაბრებულიპირისმიერჩადენილი დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. რისკები კიდევ უფრო იზრდება, როცა სამსახურის ქვემდებარე დანაშაულზე გამოძიებას იწყებს ის სამართალდამცავი ორგანო, რომლის თანამშრომელიც იმხილება შესაძლო დანაშაულის ჩადენაში, რადგან ასეთ შემთხვევაში, კიდევ უფრო მაღალია მტკიცებულებათა განადგურების, შეცვლის, ფალსიფიკაციის საფრთხე.
 
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სხვა საგამოძიებო ორგანოს მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმის დროულად გადაცემის მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებით მკაფიოდ განისაზღვრება საქმის მასალების გაცნობის თაობაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოთხოვნის ადრესატი და აღნიშნული უწყებების მიერ სამსახურისთვის საქმის დაუყოვნებლივ გაცნობის ვალდებულება. კანონპროექტით ასევე დგინდება სისხლის სამართლის საქმის გამოსაძიებლად გადაცემისა და გამოსაძიებლად გადაცემაზე უარის თქმის შესახებ ზედამხედველი პროკურორისა და გენერალური პროკურორის მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ვალდებულება.
 

 

  • კანონის მოქმედი რედაქცია სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილეს ანიჭებს  სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩასატარებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ჩატარების მიზანშეწონილობისა და ასევე, სასამართლოსთვის წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში კონკრეტული მტკიცებულებების შეტანის შესახებ ზედამხედველი პროკურორისთვის დასაბუთებული წინადადებით წერილობით მიმართვის უფლებამოსილებას. ამავდროულად, თუ ზედამხედველი პროკურორი არ გაიზიარებს სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამისი მოადგილის დასაბუთებულ წინადადებას სახელმწიფო ინსპექტორი უფლებამოსილია არაუგვიანეს 48 საათისა ამავე საკითხზე დასაბუთებული წინადადებით წერილობით მიმართოს საქართველოს გენერალურ პროკურორს. სახელმწიფო ინსპექტორის ან მისი მოადგილის წინადადება განიხილება მიმართვიდან 72 საათის ვადაში.

 

ეფექტიანი გამოძიების აუცილებელი კომპონენტებია გამოძიების დროულობა და ზედმიწევნითობა. სამსახურისთვის მინიჭებული ზემოაღნიშნული უფლებების რეალიზების მექანიზმები ვერ უზრუნველყოფს ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას შემდეგ მიზეზთა გამო: მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩასატარებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ჩატარების მიზანშეწონილობის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილის დასაბუთებული წინადადება ზედამხედველი პროკურორის მიერ განიხილება 72 საათში. ზედამხედველიპროკურორის მიერსახელმწიფოინსპექტორისმოადგილისდასაბუთებულიწინადადების გაუზიარებლობის შემთხვევაში,სახელმწიფოინსპექტორს აქვს გენერალურ პროკურორთან ანალოგიური წინადადებით მიმართვისთვის 48 საათიანი ვადა, რაც ასევე 72 საათში განიხილება. ანუ, საქმისთვისმნიშვნელობისმქონესაგამოძიებო/საპროცესომოქმედებისჩატარებისადაშესაბამისად, მნიშვნელოვანიმტკიცებულებისმოპოვების შესახებ მსჯელობა ორ უწყებას შორის შესაძლოა გაგრძელდეს 8 დღე, რასაც ემატება შემდგომ სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვისა და სასამართლოს მიერ აღნიშნული შუამდგომლობის განხილვის დროც. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ ადგენს სამსახურის წინადადების დაკმაყოფილების შემთხვევაში პროკურორის მიერ სასამართლოსთვის მიმართვის ვადას, რაც პროკურორს ანიჭებს რამდენიმე დღის შემდეგ სასამართლოსთვის შუამდგომლობის წარდგენის უფლებას. იმ პირობებში, როცა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთამხრიდანჩადენილდანაშაულზეგანსაკუთრებითმაღალიამტკიცებულებებისგანადგურებისადაგადამალვისსაფრთხე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის მინიჭებული ეს უფლებამოსილება პრაქტიკაში აბსოლუტურად არაეფექტიანია და ვერ აკმაყოფილებს გამოძიების დროულად და ზედმიწევნით ჩატარების ტესტს.
 
ამასთან, მაშინ როცა სახელმწიფო ინსპექტორი და სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილე ვალდებულნი არიან დაასაბუთონ პროკურატურისთვის წარდგენილი წერილობითი წინადადებები, ზედამხედველიპროკურორი/გენერალურიპროკურორი არ არიან ვალდებულნი დაასაბუთონწინადადებებთან დაკავშირებით მიღებულიგადაწყვეტილებები. აღნიშნული, გარდა იმისა, რომ გაურკვეველს ხდის პროკურორის გადაწყვეტილებას, ართულებსსახელმწიფოინსპექტორისმიერგენერალურიპროკურორისთვის გაგზავნილი წინადადების დასაბუთებას, რამდენადაცსამსახურისთვისარარისცხადი ზედამხედველი პროკურორის გადაწყვეტილების მოტივაცია სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილის დასაბუთებულიწინადადების ნაწილობრივ დაკმაყოფილების ან წინადადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
 
ზემოაღნიშნული საკითხების გადაწყვეტის მიზნით, კანონპროექტი ითვალისწინებს სასამართლოს განჩინებით ჩასატარებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილის წინადადების და ამავე საკითხზე სახელმწიფო ინსპექტორის წინადადების ზედამხედველი პროკურორისა და გენერალური პროკურორის მიერ განხილვის კანონით დადგენილი 72 საათიანი ვადის შემცირებას 24 საათამდე. ასევე, კანონპროექტით განისაზღვრება საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილის წინადადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ზედამხედველი პროკურორის მიერ სასამართლოსთვის მიმართვის ვადა. გარდა ამისა, დგინდება ზედამხედველი პროკურორისა და გენერალურ პროკურორის მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ვალდებულება, კანონის მე-19 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ საკითხებზე სამსახურის მიერ წარდგენილ დასაბუთებულ წინადადებაზე უარის თქმის/ნაწილობრივ უარის თქმის შემთხვევაში.
 
  • სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელს, პენიტენციურ დაწესებულებაში და დროებითი მოთავსების იზოლატორში საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ჩატარების მიზნით შესასვლელად, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში ესაჭიროება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ნებართვა. გარდა იმისა, რომ ასეთი ნებართვის მიღება საჭიროებს რამდენიმე საათს (ზოგჯერ სრულ დღეს), რაც დროში აჭიანურებს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას, ეს წესი ქმნის მტკიცებულებათა განადგურების საფრთხეს. სამსახურის ქვემდებარე დანაშაულების ჩადენაში ძირითადად იმხილებიან სპეციალური პენიტენციური სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორის ან/და ამავე სამინისტროს სხვა დანაყოფების თანამშრომლები, რაც ქმნის გამოძიების შედეგით დაინტერესებული დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან მნიშვნელოვანი მტკიცებულებების გადამალვის ან/და განადგურების რისკებს. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელს დაუბრკოლებლად, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე, უნდა შეეძლოს დროებითიმოთავსებისიზოლატორებში და პენიტენციურ დაწესებულებებში შესვლა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონპროექტით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლებს ენიჭებათ დროებითი მოთავსების იზოლატორებში ნებართვის გარეშე შესვლის უფლება (პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გამოხატა ინიციატივა, თავად იყოს პატიმრობის კოდექსში შესატანი ცვლილებების ინიციატორი).

 

  •  ხშირ შემთხვევებში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ სამართალდამცავ უწყებებში (მაგალითად, პოლიციის განყოფილებებში) დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერების მოპოვება შეუძლებელია მაშინაც კი, როცა მათი მოთხოვნა ხდება დაუყოვნებლივ და არ არის გასული ამავე უწყების მიერ ოფიციალური აქტებით დადგენილი ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადა. ამასთან, არც თუ ისე იშვიათია სახელმწიფო უწყებების მხრიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის წერილობით მოთხოვნილი ინფორმაციის დაგვიანებით (რამდენიმე კვირის, თვის შემდეგ) მიწოდების შემთხვევები, რაც დროში აჭიანურებს ან/და შეუძლებელს ხდის მტკიცებულების მოპოვებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონპროექტით დგინდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის მტკიცებულებათა გადაცემის შემჭიდროვებული, თუმცა გონივრული ვადები (10 სამუშაო დღე). ამავე კანონპროექტით ყველა პირს და ორგანოს ეკისრება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის მტკიცებულების გადაცემაზე უარის ან მისი ვადის დარღვევით გადაცემის დასაბუთების ვალდებულება.

 

  • კანონპროექტით სამსახურს ენიჭება უფლებამოსილება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, მისი ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში ჩაატაროს კომპიუტერული, ვიდეო, ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა, შეადგინოს შესაბამისი დასკვნა და დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ აქტი.
 
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, მის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე ექსპერტიზის ჩატარებისთვის, როგორც წესი, მიმართავს ლევან სამხარაულის  სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. მიმდინარე წელსაც, ისევე როგორც 2020 წელს, სამსახურისთვის გამოწვევად რჩება ექსპერტიზის დასკვნის დროულად მიღების საკითხი, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას.
 
კომპიუტერული, ვიდეო, ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარება შესაძლებელია კომპიუტერული პროგრამებისა და კვალიფიციური ადამიანური რესურსის საშუალებით. აღსანიშნავია, რომ სამსახურს ჰყავს სათანადო განათლების კადრები ინფორმაციული უსაფრთხოებისა და მონიტორინგის დეპარტამენტში. შესაბამისად, სამსახურს აქვს რესურსი თავად უზრუნველყოს აღნიშნული სახის ექსპერტიზების ჩატარება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დროული გამოძიების წარმოებას.
 
  • სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შემოსული შეტყობინებები, რომლებიც ეხება მოხელის მიერ ჩადენილ დისციპლინურ გადაცდომებს და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, სამსახურის მიერ ეგზავნება შესაბამის სახელმწიფო ორგანოს. ამასთან, თუ ჩატარებული გამოძიებით არ დგინდება მოხელის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, თუმცა იკვეთება დისციპლინური გადაცდომის ნიშნები, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ამ შემთხვევაშიც მიმართავს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს რეაგირებისთვის. აღნიშნული პროცედურები არ არის დარეგულირებული კანონით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონპროექტით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიენიჭება უფლებამოსილება კანონით განსაზღვრულ სფეროებში და საგამოძიებო ქვემდებარეობის ფარგლებში მიმდინარე წარმოების/გამოძიების პროცესში გამოვლენილი შესაძლო დისციპლინური დარღვევების შემთხვევაში, მიმართოს უფლებამოსილ საჯარო დაწესებულებას მისი თანამშრომლის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ და მიიღოს ინფორმაცია განხორციელებული რეაგირების შედეგების თაობაზე.

 

  • სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის გამჭვირვალობისა და საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, ფართოვდება სახელმწიფო ინსპექტორის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენ წლიურ ანგარიშში მისათითებელი საკითხების ჩამონათვალი. კერძოდ, ანგარიშში მისათითებელ საკითხებს ემატება შემდეგი ინფორმაცია: მონაცემები სამსახურის ბიუჯეტისა და მისი შესრულების, ასევე ადამიანური რესურსების შესახებ; ასევე, სტატისტიკური მონაცემები  სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილის იმ დასაბუთებული წინადადების შესახებ, რომლებიც არ დაკმაყოფილდა პროკურორის მიერ.  

 

  • წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის მიერ განიხილება არაერთი კანონპროეტი, რომლებიც დაკავშირებულია პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან. არის შემთხვევები, როცა ამგვარი კანონპროექტების განხილვის პროცესში, არ არის ჩართული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რაც ქმნის მიღებული კანონის ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონთან წინააღმდეგობის საფრთხეს.
 
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონპროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფლებამოსილებას მონაწილეობა მიიღოს ნორმატიული აქტების სრულყოფის პროცესში და პარლამენტის შესაბამის საკომიტეტო განხილვებში, როგორც მოწვეულმა პირმა. საკანონმდებლო დონეზე სამსახურის ამ ფუნქციის განმტკიცება, დადებითად აისახება საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხების მაღალი სტანდარტით მოწესრიგებაზე.

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოქმედი რედაქციით ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება არ არის შესაძლებელი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე ორ მუხლზე - წამების მუქარა (1442 მუხლი) და პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირის იძულება ჩვენების შეცვლის ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიზნით, აგრეთვე მსჯავრდებულის იძულება მოქალაქეობრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის მიზნით (378-ე მუხლის მეორე ნაწილი). შესაბამისად, ამ ორი დანაშაულის გამოძიების პროცესში კომპიუტერულ მონაცემებთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება შეუძლებელია.

 

ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება და ამ გზით მტკიცებულებების მოპოვება, არსებითად მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისათვის, რამდენადაც არასათანადო მოპყრობის სავარაუდო მსხვერპლებს უჭირთ სამართალდამცავთა წინააღმდეგ ჩვენების მიცემა სხვადასხვა მიზეზის გამო, ხოლო სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები თითქმის არასოდეს თანამშრომლობენ გამოძიებასთან. ამდენად, ამ კატეგორიის დანაშაულებზე ფარული ან/და კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ხშირად ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის ერთადერთი საშუალებაა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონპროექტი ითვალისწინებსსამსახურის ქვემდებარედანაშაულებზე (1442 მუხლი (წამების მუქარა) და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილი (პენიტენციური დაწესებულების საქმიანობისათვის ხელის შეშლა ან/და ამ საქმიანობის დეზორგანიზაცია), ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესაძლებლობას.

 3.საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის დანაშაულის შესახებ ინფორმაციის დროულად მიწოდება ეფექტიანი გამოძიების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, განსხვავებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისგან, არ ითვალისწინებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი პირის მიმართ წამების, დამამცირებელი ან/და არაადამიანური მოპყრობის განხორციელების ან შესაძლო განხორციელების შემთხვევაში მოსამართლის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით სპეციალურ ჩანაწერს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,კანონპროექტით განისაზღვრება მოსამართლის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები წამების, დამამცირებელი ან/და არაადამიანური მოპყრობის თაობაზე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში. კერძოდ,თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ნებისმიერ სტადიაზე მოსამართლეს გაუჩნდება ეჭვი, რომ სამართალდამრღვევის მიმართ განხორციელდა წამება, დამამცირებელი ან/და არაადამიანური მოპყრობა, ან თუ ამის შესახებ თავად სამართალდამრღვევი განუცხადებს სასამართლოს, მოსამართლეს ექნება ვალდებულება რეაგირებისათვის მიმართოს შესაბამის გამოძიების ორგანოს.

 

 4. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი

      „შსს სსიპ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ კანონი

      „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი

     „საექიმო საქმიანობის შესახებ“, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი

 

სახელმწიფო ინსპექტორისსამსახურის დროული ინფორმირების მიზნით, წამების, ან სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვა ძალადობრივი ქმედების შესახებ ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, ზემოაღნიშნული კანონებით გათვალისწინებულ სუბიექტებს (თანამშრომლებს, ექიმებს) ეკისრებათ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის დაუყოვნებლივ შეტყობინების ვალდებულება (ამჟამად ეს საკითხი არ არის რეგულირებული შესაბამისი კანონმდებლობით).


   5. 
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ წარდგენილ ანგარიშთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტი იღებს დადგენილებას, რომლითაც განისაზღვრება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის რეკომენდაციები და წინადადებები, რაც ცხადია ხელს უწყობს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობას. თუმცა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოქმედი რედაქცია არ ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ანგარიშში იდენტიფიცირებულ გამოწვევებზე რეაგირების მიზნით საქართველოს პარლამენტის მიერ სხვადასხვა საჯარო დაწესებულებისთვის დავალებების მიცემას. იქიდან გამომდინარე, რომ საჯარო დაწესებულებებში პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით კვლავ არაერთი გამოწვევაა და ასევე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ანგარიშით იკვეთება გამოწვევები მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულების პრევენციისა და გამოძიების პროცესში, რომლებიც საჭიროებს სისტემურ მიდგომებსა და სხვადასხვა სახის სამართლებრივი თუ ტექნიკური ღონისძიებების გატარებას, საქართველოს პარლამენტის მიერ საჯარო დაწესებულებებისთვის დავალებების გაცემა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადამიანის უფლებების დაცვას და გააძლიერებს საპარლამენტო ზედამხედველობას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროებზე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის მიერ რეკომენდაციებისა და წინადადებების გაცემას, არა მხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმართ, არამედ სხვა საჯარო დაწესებულებების მიერ ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ, მათი შესრულების ვადების მითითებით. ასევე, კანონპროექტით დგინდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ანგარიშის საგაზაფხულო სესიაზე განხილვის საკითხი, რაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს და სხვა დაწესებულებებს მისცემს საკმარის დროს, მათ მიმართ გაცემული დავალებების ხარისხიანად შესასრულებლად.

 
6. 
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონი

 

„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქცია განსაზღვრავს გრანტის მიმღებ და გრანტის გამცემ პირთა წრეს. აღნიშნულ პირთა წრეში არ არის გათვალისწინებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.

 

სამსახურს დაგეგმილი აქვს საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის გააქტიურება როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე უცხო ქვეყნის კოლეგა უწყებებთან. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აღიჭურვოს ისეთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტით, როგორიცაა გრანტის მიღება და გაცემა, რაც მონაცემთა დაცვის სფეროში გაცილებით დიდი და ხელშესახები შედეგების მიღწევის საშუალებას მისცემს სამსახურს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,კანონპროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორისთვის გრანტის მიღებისა და გრანტის გაცემის უფლებამოსილების მინიჭებას.

 
7. „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონი

 

„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს იმ უწყებათა ჩამონათვალს, რომელთა დასკვნაც აუცილებელია საერთაშორისო ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით. აღნიშნულ უწყებათა ჩამონათვალში არ არის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. აღსანიშნავია, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პერსონალურ მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემა, არ საჭიროებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნებართვას, თუ მონაცემთა გადაცემა გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით და შეთანხმებით. შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ხელშეკრულებები ითვალისწინებდეს პერსონალურ მონაცემთა კანონიერი დამუშავებისთვის სათანადო გარანტიებს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში, დღესაც ახორციელებს საერთაშორისო ხელშეკრულების ექსპერტიზას და გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს, თუმცა მნიშვნელოვანია სამსახურის ეს უფლებამოსილება განმტკიცებული იყოს კანონით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონპროექტით სავალდებულო ხდება საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების პროექტზე სამსახურის დასკვნა, თუ ხელშეკრულება/შეთანხმება ითვალისწინებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას.


 8. „პროკურატურის შესახებ“ ორგანული კანონი

      „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონი

 

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისგან თავისუფლდება პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის, პროკურატურის ან ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო ან სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. თავის მხრივ, ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისგან თავისუფლდება პირი, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის ან ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა. ხოლო, ,,ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად, ადვოკატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ჩაბარებული აქვს ადვოკატთა ან მოსამართლეობის/პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა.

 

იმ პირობებში, როცა პროკურატურის, ადვოკატთა (სისხლის სამართლის სპეციალიზაციით) და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის საკვალიფიკაციო გამოცდები ბარდება იდენტურ დისციპლინებში („სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, გამონაკლისს წარმოადგენდა მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალი, რომელიც გათვალისწინებულია საკანონმდებლო ცვლილებებით და ემატება კანონს), გამოცდების შინაარსის იდენტურობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია პროკურატურის მუშაკთა და ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგებს მიენიჭოს თანაბარი იურიდიული ძალა და მათი ურთიერთჩათვლა განხორციელდეს ორმხრივად.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონპროექტითთანაბრდება პროკურატურის მუშაკთა, ადვოკატთა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლების საკვალიფიკაციო გამოცდების სამართლებრივი შედეგები.

 
9. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონი

 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის მინიჭებული ფუნქციების (პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება სამართალდამცავ ორგანოებში, ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი, გამოძიება და სხვა) განსახორციელებლად აუცილებელია სახელმწიფო საიდუმლოზე დაშვება. მიუხედავად ამისა,მოქმედი კანონმდებლობით არ არის უზრუნველყოფილი სახელმწიფო ინსპექტორის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება თანამდებობაზე მისი არჩევისთანავე. იგი ექვემდებარება სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გასაცემად პირის შემოწმების პროცედურის გავლას, რომლის შემდგომ შესაძლებელია არ იქნეს მიღებული გადაწყვეტილება სახელმწიფო საიდუმლოებასთან მისი დაშვების შესახებ.

 

კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება ენიჭება თანამდებობაზე მისი არჩევისთანავე.

[1] სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში.

[2] ორგანიზაციების „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა“ (IDFI) და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ ჩატარებულ კვლევაში - „დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი საქართველოში - მიღწევები და არსებული გამოწვევები“.

[3] ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ 2020 წელს ცინცაბაძის ჯგუფის საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილება.

[4] გაეროსუნივერსალურიპერიოდულიმიმოხილვისმე-3 ციკლისფარგლებში 2021 წლის 26 იანვარს გამართული ადამიანისუფლებათაშესახებსაქართველოსეროვნულიანგარიშისგანხილვისას გაცემული რეკომენდაციები.