თქვენ იმყოფებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ვებგვერდზე. ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies). „მზა-ჩანაწერებს“ გამოყენების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე მზა-ჩანაწერების“ პოლიტიკა.
თანახმა ვარ „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე არ ვარ თანახმა „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე

01 აპრილი 2021

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოძიების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით გადადგმული ნაბიჯები

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოძიების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით გადადგმული ნაბიჯები

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საგამოძიებო უფლებამოსილებით მთელი წლის განმავლობაში, 2020 წელს, პირველად იმუშავა. პანდემიით გამოწვეული შეფერხებების მიუხედავად, სამსახურმა გადადგა აქტიური ნაბიჯები გამოძიების ეფექტიანობის გაზრდის, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებებით.

გამოძიების დროულად წარმართვის მიზნით საგამოძიებო დეპარტამენტში შეიქმნა ოპერატიული სამმართველო.სამმართველოშიდასაქმებულიოპერატიული მუშაკები გამომძიებლებს მნიშვნელოვან დახმარებას უწევენ; საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელების პროცესში.

საგამოძიებო დეპარტამენტის ექსპერტები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კრიმინალისტიკური ტექნიკით აღიჭურვნენ, რაც სამსახურს სხვა უწყებებისგან დამოუკიდებლად, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, მტკიცებულებათა მოპოვების საშუალებას აძლევს.

ახალი, მოტივირებული კადრების მოსაზიდად, დაინერგა გამომძიებელთა სტაჟირების სისტემა. საგამოძიებო დეპარტამენტში ამჟამად დასაქმებულია 5 სტაჟიორი, რომლებიც აღჭურვილნი არიან გამომძიებლის უფლებამოსილებით.

საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველოში მოეწყო არასრულწლოვანზე მორგებული პირველი სპეციალური სივრცე. ასევე, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, არასრულწლოვანი მოწმეები გამოძიების პროცესში უზრუნველყოფილნი იყვნენ ფსიქოლოგის მომსახურებით.

შემუშავდა გამოძიების ეფექტიანობის თვითშეფასების კითხვარი, რომელიც გამომძიებელს მის წარმოებაში არსებულ საქმეზე ჩატარებული გამოძიების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის საშუალებას აძლევს.

გამოძიების პროცესში სავარაუდო მსხვერპლთა ჩართულობისა და მტკიცებულებათა მოპოვების პროცესში ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრების მიზნით, საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის შემუშავდა 5 შიდა სახელმძღვანელო დოკუმენტი და რეკომენდაცია.

ჩატარდა ევროპის დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმების მარეგულირებელი კანონმდებლობისა და პრაქტიკის კვლევა სხვადასხვა საკითხებზე. კვლევის შედეგების საფუძველზე, სამსახურის საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, ამჟამად მიმდინარეობს საკანონმდებლო წინადადებების მომზადება.;

დაკავებულთა, პატიმრობაში მყოფ პირთა და მსჯავრდებულთა ინფორმირებულობის გასაზრდელად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მოამზადა და პენიტენციურ დაწესებულებებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში განათავსა საინფორმაციო ბროშურები, რომლის შემდგომ გაიზარდა დაკავებულთა და პატიმრობაში მყოფ პირთა მხრიდან სამსახურის ცხელ ხაზზე მომართვის მაჩვენებელი.

 

სამსახურის საგამოძიებო ფუნქციის შესახებ ადგილობრივი სახელმწიფო ორგანოების,; არასამთავრობო სექტორის, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლებისა და მათთან კოორდინაციის გაზრდის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორმა საქართველოს ყველა რეგიონში გამართა შეხვედრები.

სამსახურმა აქტიურად იზრუნა საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელთა პროფესიული შესაძლებლობების გაზრდაზე. თანამშრომლებმა გადამზადება გაიარეს შემდეგი მიმართულებებით: სიცოცხლის უფლების დაცვა და ეფექტიანი გამოძიება, ფარული საგამოძიებო მოქმედებები, დაზიანებათა დოკუმენტირება სტამბოლის პროტოკოლის შესაბამისად, პერსონალურ მონაცემთა დაცვა. ასევე, გამოძიების პროცესში ევროპული სტანდარტების გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, სამსახურის წარმომადგენლები ევროპის საბჭოს HELP-ის დისტანციური სწავლების ორპროგრამაში ჩაერთნენ: „წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა თუ დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის სტანდარტები“ და „არასათანადო მოპყრობის თაობაზე სამართალდამცავი, უსაფრთხოებისა და სხვა იძულებითი ზომების გამოყენება“.

განხორციელდა საგამოძიებო დეპარტამენტის სარგებლობაში არსებული ავტომანქანის ბრენდირება და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლის ფორმის ტანსაცმლის ნიმუშები.

გამოძიების სტრატეგიის სწორად დაგეგმვის, ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შესახებ სრულყოფილი სტატისტიკური მონაცემების შეგროვებისა და გამოძიების დროულად ჩატარების მონიტორინგის  მიზნით, დაინერგა საგამოძიებო გეგმის ელექტრონული პროგრამა.

იხილეთ ანგარიშის სრული ელექტრონული ვერსია