თქვენ იმყოფებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ვებგვერდზე. ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies). „მზა-ჩანაწერებს“ გამოყენების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე მზა-ჩანაწერების“ პოლიტიკა.
თანახმა ვარ „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე არ ვარ თანახმა „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე

26 აპრილი 2021

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლებს პროფესიული ქცევის სტანდარტების თემაზე ტრენინგი ჩაუტარდათ

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლებს პროფესიული ქცევის სტანდარტების თემაზე ტრენინგი ჩაუტარდათ
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლები მოწვეული ბრიტანელი ექსპერტის მონაწილეობით პროფესიული ქცევის სტანდარტების თემაზე გადამზადდნენ. სწავლება მიზნად ისახავდა პოლიციის მუშაკთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების მიმართულებით დიდი ბრიტანეთის წარმატებული პრაქტიკის გაზიარებას. პროგრამის ფარგლებში განხილული საკითხები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამსახურის თანამშრომელთა პროფესიული სტანდარტის ამაღლებას, საგამოძიებო მოქმედებათა დაგეგმვისა და ჩატარების ხარისხის გაუმჯობესებას.

ტრენინგის ფარგლებში დიდი ბრიტანეთის პრაქტიკის მაგალითზე განხილული იქნა ისეთი აქტუალური საკითხები, როგორებიცაა: პოლიციის მუშაობის პრინციპები, პოლიციელთა მიერ ჩადენილი გადაცდომები, დანაშაულები და სანქციები, ასევე, საგამოძიებო მიდგომა და პოლიციის ქცევის დამოუკიდებელი ოფისის როლი ამგვარი დანაშაულების გამოძიებასთან მიმართებით.

ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სწავლებას. პროგრამის ფარგლებში გადამზადების კურსი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ყველა გამომძიებელი გაიარა.

სწავლება ევროკავშირის პროექტის „სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოში“ მხარდაჭერით განხორციელდა. ტრენინგს დიდი ბრიტანეთის სისხლის სამართლის საგამოძიებო ექსპერტი - რეი სამერსი უძღვებოდა.

პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, წარმატებული საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებას და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.