თქვენ იმყოფებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ვებგვერდზე. ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies). „მზა-ჩანაწერებს“ გამოყენების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე მზა-ჩანაწერების“ პოლიტიკა.
თანახმა ვარ „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე არ ვარ თანახმა „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე

24 მაისი 2021

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლებს დანაშაულის ადგილის გამოძიებისა და მართვის თემაზე ტრენინგი ჩაუტარდათ

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლებს დანაშაულის ადგილის გამოძიებისა და მართვის  თემაზე ტრენინგი ჩაუტარდათ
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლებს მოწვეული ბრიტანელი ექსპერტის, ქრეიგ ჰალდის, მიერ დანაშაულის ადგილის გამოძიებისა და მართვის თემაზე სამ დღიანი ტრენინგი ჩაუტარდათ.

ტრენინგი მიზნად ისახავდა სამსახურის თანამშრომელთა პროფესიული სტანდარტის ამაღლებას, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას მოსაპოვებელ ობიექტთა უკეთ განსაზღვრას, ასევე, აღნიშნულ მოქმედებათა ჩატარების ხარისხის გაუმჯობესებას.

ტრენინგის ფარგლებში დიდი ბრიტანეთის პრაქტიკის მაგალითზე განხილული იყო ისეთი აქტუალური საკითხები, როგორებიცაა: საგამოძიებო მოქმედებების - შემთხვევის ადგილისა და გვამის დათვალიერებისას ჯანმრთელობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, შემთხვევის ადგილის არეალის განსაზღვრა, შემთხვევის ადგილის იზოლირება და დაცვა, სხვადასხვა კვლების აღმოჩენა/ფიქსაცია მათ შორის ტექნიკური საშუალებების გამოყენებით და შემდგომი ლაბორატორიული გამოკვლევების მეთოდოლოგია, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების დოკუმენტირება.

ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სწავლებას. პროგრამის ფარგლებში გადამზადების კურსი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ყველა თანამშრომელმა გაიარა.

სწავლება ევროკავშირის პროექტის „სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოში“ მხარდაჭერით განხორციელდა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, წარმატებული საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებასა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.