თქვენ იმყოფებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ვებგვერდზე. ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies). „მზა-ჩანაწერებს“ გამოყენების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე მზა-ჩანაწერების“ პოლიტიკა.
თანახმა ვარ „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე არ ვარ თანახმა „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე

29 დეკემბერი 2021

სახელმწიფო ინსპექტორი სახალხო დამცველს , სახალხო დამცველის აპარატისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია, მოადგილეებთან ერთად, სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას, სახალხო დამცველის აპარატისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასა და მის ნაცვლად - ორი ახალი უწყების შექმნის შესახებ საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადებულ კანონპროექტს შეეხებოდა.

განიხილეს სამსახურის მიერ 2 წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესი და არსებული გამოწვევები. ასევე, ისაუბრეს საქართველოს პარლამენტის მიერ აღნიშნული კანონპროექტის არაგამჭვირვალედ, სწრაფი წესით შემუშავების მიზეზებზე. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს იმ სამართლებრივ გზებსა და ბერკეტებზე, რომელიც შესაძლოა გამოყენებული იქნეს დამოუკიდებელი ინსტიტუტისა და ადამიანის უფლებების დასაცავად.