თქვენ იმყოფებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ვებგვერდზე. ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies). „მზა-ჩანაწერებს“ გამოყენების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე მზა-ჩანაწერების“ პოლიტიკა.
თანახმა ვარ „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე არ ვარ თანახმა „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე

04 ივნისი 2021

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელს, ანა ჩერნიშოვას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა UNDP-ს მხარდაჭერით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინსტიტუციური განვითარების, ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ეროვნული მექანიზმის გაძლიერებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით მიმდინარე ერთობლივ ინიციატივებზე იმსჯელეს. შეხვედრას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხრიდან, ასევე ესწრებოდნენ თამარ ზუბაშვილი და მარიამ თუთბერიძე.

სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ ანა ჩერნიშოვას ინფორმაცია მიაწოდა გასული წლის მიღწევებისა და გატარებული რეფორმების შესახებ. საუბარი ასევე შეეხო პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს, მათ შორის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტის მიღების მნიშვნელობასა და აღნიშნულ სფეროში მაღალი სტანდარტის დასამკვიდრებლად გასატარებელ ღონისძიებებს.

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა დადებითად შეაფასა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2020 წლის საქმიანობა. ასევე, აღნიშნა, რომ ტექნოლოგიური განვითარებიდან გამომდინარე ყოველდღიურად იზრდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის აქტუალობა და სამსახურის როლი ამ პროცესში. ამასთან, პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობა განხილული იყო ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების დაცვისა და გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრის ჭრილში.

ანა ჩერნიშოვამ ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ფუნდამენტურ როლზე და სახელმწიფო ინსპექტორს სამომავლო ინსტიტუციური გაძლიერების პროცესში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) სამსახურის ამოქმედების პირველი დღიდან უწყების ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია, რომლის მხარდაჭერითაც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აღიარებს გაეროს განვითარების პროგრამის მნიშვნელოვან როლს ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა სტანდარტის ამაღლების პროცესში და სრულ მზადყოფნას გამოთქვამს ერთობლივი ძალისხმევის გასაძლიერებლად.