ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

18 დეკემბერი 2019

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია სახალხო დამცველს - ნინო ლომჯარიას შეხვდა

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია სახალხო დამცველს - ნინო ლომჯარიას შეხვდა
შეხვედრა 15 წლის არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტის გამოძიებასთან დაკავშირებით გაიმართა.

სახელმწიფო ინსპექტორმა სახალხო დამცველს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ლონდა თოლორაიას განცხადებით, საქმის მიმდინარეობის პროცესში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აქტიურად ითანამშრომლებს სახალხო დამცველის აპარატთან.