თქვენ იმყოფებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ვებგვერდზე. ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies). „მზა-ჩანაწერებს“ გამოყენების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე მზა-ჩანაწერების“ პოლიტიკა.
თანახმა ვარ „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე არ ვარ თანახმა „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე

29 დეკემბერი 2021

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია საქართველოში ნორვეგიის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს მარკო სოლდიჩს შეხვდა

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია საქართველოში ნორვეგიის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს მარკო სოლდიჩს შეხვდა.

შეხვედრა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასა და მის ნაცვლად - ორი ახალი უწყების შექმნის შესახებ საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადებულ კანონპროექტს შეეხებოდა.

ლონდა თოლორაიამ მარკო სოლდიჩს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სამსახურის მიერ 2 წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესისა და სამსახურის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ. ასევე, ისაუბრა საქართველოს პარლამენტის მიერ აღნიშნული კანონპროექტის კონსპირაციულად, სწრაფი წესით შემუშავების მიზეზებზე. სახელმწიფო ინსპექტორმა აქცენტი გააკეთა ადამიანის უფლებების დაცვის პროცესში სამსახურის როლსა და თითოეული თანამშრომლის მიერ გაწეულ ძალისხმევაზე.

ნორვეგიის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილის განცხადებით, სახელმწიფო ისპექტორის სამსახურის დემოკრატიის მნიშვნელოვანი შენაძენია და ეს პროცესი არის უკან გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიის გზაზე. მისი შეფასებით, ნორვეგიის საელჩო შეწუხებულია, რომ პროცესი გაუმჭვირვალედ, დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გარეშე, დაჩქარებული წესით წარიმართა. აგრეთვე, საგულისხმოა, რომ საქართველოს პარლამენტს 2 წელია წარდგენილი აქვს ახალი კანონი პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ და ამ მხრივ წინსვლა არ შეინიშნება. მარკო სოლდიჩის განცხადებით, ნებისმიერი ნაბიჯი უნდა ემსახურებოდეს დამოუკიდებელი ინსტიტუტის გაძლიერებას. მისივე თქმით, ეს არის სამსახური, სადაც აკუმულირებულია ძლიერი პროფესიული ცოდნა და გამოცდილება, ახალი კანონპროექტი კი, სამწუხაროდ, ითვალისწინებს აპარატის თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლებას.