თქვენ იმყოფებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ვებგვერდზე. ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies). „მზა-ჩანაწერებს“ გამოყენების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე მზა-ჩანაწერების“ პოლიტიკა.
თანახმა ვარ „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე არ ვარ თანახმა „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე

03 ივნისი 2021

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ავსტრიის ელჩს შეხვდა

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ავსტრიის ელჩს შეხვდა
სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, თომას მიულმანს შეხვდა.

შეხვედრა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის გაცნობას და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვას ისახავდა მიზნად. შეხვედრას, ასევე ესწრებოდა სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი თამარ ზუბაშვილი.

ლონდა თოლორაიამ ავსტრიის ელჩს სამსახურის ძირითადი მიღწევები, განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო. ამასთან, დეტალურად ესაუბრა იმ საკანონმდებლო და პრაქტიკულ გამოწვევებზე, რომლებიც აფერხებს სამსახურის ეფექტიან ფუნქციონირებას.

შეხვედრაზე განხილულ იქნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი და მისი დროულად მიღების მნიშვნელობა. ასევე, საუბარი შეეხო ფაქტორებს, რომლებიც ხელს უშლის სამართალდამცავთა და მოხელეთა მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების ეფექტიან გამოძიებას და მათი აღმოფხვრის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს.

ავსტრიის ელჩი თომას მიულმანი დაინტერესდა ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” კანონის საქართველოს პარლამენტის მიერ ამ დრომდე მიუღებლობის მიზეზებით და ასევე განსაკუთრებული ინტერესი გამოხატა სამსახურის საგამოძიებო ფუნქციის მიმართ.

ელჩი ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო, როგორიცაა: საგამოძიებო უფლებამოსილების ფარგლები, მტკიცებულებების მოპოვებასთან დაკავშირებული გამოწვევები, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობა და მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების პროცესში საჯარო უწყებების მხრიდან თანამშრომლობის ხარისხი.

თომას მიულმანმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა აქტიურად უნდა გააგრძელოს მუშაობა ინსტიტუციური დამოუკიდებლობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად.