ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

09 ივნისი 2020

სახელმძღვანელო „ადამიანის უფლებების დაცვა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კონტექსტში“

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ევროკავშირის პროექტმა „სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება“ სახელმძღვანელო „ადამიანის უფლებების დაცვა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კონტექსტში“ საჩუქრად გადასცა.

წიგნების გადაცემას სახელმწიფო ინსპექტორის პირველი მოადგილე - გიორგი გამეზარდაშვილი, პროექტის ექსპერტი - მამუკა მამაცაშვილი, საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლები და სამსახურის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

სახელმძღვანელოში მოცემულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ უფლებებთან დაკავშირებული სტანდარტები ისეთ საკითხებზე, როგორიც არის სიცოცხლის უფლება, წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა და სხვა.

აღნიშნული სახელმძღვანელო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლებს დაეხმარება სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული დანაშაულების ეფექტიანი და ევროპული სტანდარტების შესაბამისი გამოძიების ჩატარებაში.

სახელმძღვანელო საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლების და ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის ექსპერტის მიერ მომზადდა.