თქვენ იმყოფებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ვებგვერდზე. ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies). „მზა-ჩანაწერებს“ გამოყენების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე მზა-ჩანაწერების“ პოლიტიკა.
თანახმა ვარ „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე არ ვარ თანახმა „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე

10 ნოემბერი 2021

მოქალაქეთა ინფორმირების მიზნით, თბილისის მეტროს მატარებლებსა და ავტობუსებში საინფორმაციო პლაკატები განთავსდა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილების შესახებ მოქალაქეთა უკეთ ინფორმირების მიზნით, თბილისის მეტროს მატარებლებსა და ავტობუსებში საინფორმაციო პლაკატები განთავსდა.

რა შემთხვევაში და როგორ უნდა მომართოთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს? რა სახის დანაშაულებს იძიებს სამსახური? როგორ რეაგირებს სამსახური დანაშაულის შესახებ შეტყობინებებზე? - ამ კითხვებზე პასუხს აღნიშნულ საინფორმაციო პლაკატებზე იხილავთ.
პროექტი ევროკავშირისა (EU) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (UN OHCHR) მხარდაჭერით განხორციელდა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერისთვის, მადლობას უხდის ქალაქ თბილისის მერიას და შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიას.