თქვენ იმყოფებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ვებგვერდზე. ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies). „მზა-ჩანაწერებს“ გამოყენების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე მზა-ჩანაწერების“ პოლიტიკა.
თანახმა ვარ „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე არ ვარ თანახმა „მზა-ჩანაწერების“ გამოყენებაზე

01 ივნისი 2021

IDFI - ის ანგარიშის შედეგებით ყველაზე გამჭვირვალე უწყებად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დასახელდა

IDFI - ის ანგარიშის შედეგებით ყველაზე გამჭვირვალე უწყებად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დასახელდა
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2020 წლის ანგარიში წარადგინა და ყველაზე ღია და დახურული საჯარო დაწესებულებები დაასახელა.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ონლაინ პრეზენტაციის ფარგლებში ყველაზე გამჭვირვალე სახელმწიფო უწყებად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დასახელდა.

ანგარიშის წარდგენის დროს აღინიშნა, რომ მიუხედავად კოვიდისა და დისტანციურ რეჟიმზე გადასვლისა, არც ვადებში და არც ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს არ ჰქონია დარღვევა.

ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს საჯარო ინფორმაცია სრულყოფილი სახით და 10 დღიანი ვადის დაცვით 19-მა საჯარო დაწესებულებამ გასცა, მათ შორის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, სახალხო დამცველის აპარატმა და სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა.

ასევე, ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, აღნიშნული უწყებები ინარჩუნებენ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საუკეთესო მაჩვენებელს (მათ შორის კრიზისული მდგომარეობის დროს) და ჯეროვნად ასრულებენ საჯარო ინფორმაციის გაცემის კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებას.