Cookies
„მზა-ჩანაწერების“ პოლიტიკა
რა არის „მზა-ჩანაწერები“?
„მზა-ჩანაწერები“ არის მცირე ზომის ტექსტური ფაილი, რომელიც ინახება თქვენს მოწყობილობაში, როდესაც სტუმრობთ სამსახურის საქმისწარმოების სისტემის ვებგვერდს - casemanagement.pdp.ge (შემდგომში - პორტალი). აუცილებელი „მზა-ჩანაწერების“ გამოყენება უზრუნველყოფს თქვენს მიერ პორტალით სარგებლობის შესაძლებლობას, ხოლო სხვა ტიპის „მზა-ჩანაწერები“ ამარტივებს პორტალზე მუშაობას.მათ შორის, თქვენს კომპიუტერში ინახავს მომხმარებლის სახელს და პორტალზე თქვენს მიერ ნებისმერი მოქმედების განხორცილების დროს აღარ გჭირდებათ ხელახალი სახელის მითითება
რა „მზა-ჩანაწერებს“ და როგორ ვიყენებთ?
სამსახურის ვებგვერდზე გამოიყენება შემდეგი „მზა ჩანაწერები“ (Cookies):
„მზა-ჩანაწერის“ დასახელება |
აღწერა |
ვებ გვერდზე შესული მომხმარებლის სესიის ტექნიკური იდენტიფიკატორი |
ეს არის საიტის მუშაობისათვის აუცილებელი „მზა ჩანაწერი“. სესიის ტექნიკური იდენტიფიკატორი ინახება მომხმარებლის კომპიუტერში „მზა-ჩანაწერების“ სახით და ვებბრაუზერის დახურვისას აღნიშნული "მზა ჩანაწერი" ავტომატურად იშლება. |
მომხმარებლის მოთხოვნის ვერიფიკაციის მარკერი |
აღნიშნული „მზა-ჩანაწერი“ შექმნილია იმისათვის, რომ ვებ საიტზე დაბლოკოს ინფორმაციის არა ავტორიზებული განთავსება (Cross-Site Request Forgery). მისი გამოყენებით მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის შეგროვება არ ხდება. ეს არის საიტის მუშაობისათვის აუცილებელი „მზა ჩანაწერი“. მომხმარებლის მოთხოვნის ვერიფიკაციის მარკერი ინახება მომხმარებლის კომპიუტერში "მზა ჩანაწერების" სახით და ვებ ბრაუზერის დახურვისას აღნიშნული "მზა ჩანაწერი" ავტომატურად იშლება. |
მომხმარებლის სახელი |
მომხმარებლის სახელი ინახება მომხმარებლის კომპიუტერში „მზა-ჩანაწერების“ სახით და ვებბრაუზერის დახურვისას აღნიშნული "მზა ჩანაწერი" ავტომატურად იშლება. |