Website works in test mode

15 Jun 2020

სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიში

სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ საქართველოს პარლამენტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2019 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში პირველად წარუდგინა.

ლონდა თოლორაიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებს გასული წლის განმავლობაში, სამსახურში განხორციელებული მნიშვნელოვანი სიახლეები და რეფორმები გააცნო.

მან ასევე ისაუბრა სამსახურის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე.

აღსანიშნავია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე კონტროლისა და ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე მონიტორინგის პარალელურად, 2019 წელს, სამსახურს დაემატა მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძი­ების უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, რამაც სამსახურის როლი და პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში კიდევ უფრო გაზარდა.

საგამოძიებო მიმართულების ასამოქმედებლად, 2019 წელს არაერთი რეფორმა გატარდა.

სახელმწიფო ინსპექტორის საქმიანობის ანგარიშის შემდეგი განხილვა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე შედგება.